"რაც შეეხება ვირტუოზულობას - რამდენიც გინდათ! ამ პატარა ვირტუოზების ყოველი ილეთი, სალტო თუ პირუეტი არის ხელოვნების მაგია, თვით ნაჩო დაუტოც კი თავის საუკეთესო პერიოდში ვერ აჩვენებდა სცენაზე ამხელა სილამაზეს... ამ წარმატებაზე პასუხისმგებელი, როგორც კრიტიკის, ისე მაყურებლის, არის ქორეოგრაფი გია დავითაშვილი, რომელმაც ამ ყველაფერს მკაცრი დისციპლინით მიაღწია, რაც აუცილებელია ცეკვის ხელოვნებაში. არ დავიწყებია არც სილამაზე, ფერები, განათება, რაც თავს იყრის ამ ნამდვილ სასცენო შედევრში. ეს არის ერთ-ერთი იმ შოუთაგანი, რომელიც ნახევარი მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებს შეავსებს".

"ელ მუნდო" (მადრიდი), 2002 წლის 27 ივნისი